საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში სასწავლო პროცესი 25 ნოემბერს დაიწყო, რომლის აღსანიშნავად აკადემიის ადმინისტრაციამ 2024 წლის საშემოდგომო მიღების პროფესიული სტუდენტებისათვის საინფორმაციო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რის ფარგლებშიც გაეცნენ აკადემიის მისიას, ხედვას და ღირებულებებს, რაც წარმოადგენს ორგანიზაციის ფილოსოფიურ და სტრატეგიულ ბირთვს და ასახავს დაწესებულების გარკვეული იდეალებისადმი ერთგულებას
შეხვედრის ფარგლებში, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს სტუდენტთა პასუხისმგებლობები, ასევე აკადემიურ და დამახმარე სერვისებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელმისაწვდომია მათი სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად
აკადემიის თითოეული წევრი მოხარულია თქვენი ხილვით, გვახარებს რომ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი SBA-ს დაუკავშირეთ
ამ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლის დაწყებისას, გისურვებთ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, ნაყოფიერ სასწავლო წელს და ყოველდღიურ პროგრესს თქვენი მიზნებისკენ
გაეცანით პოსტს – https://www.facebook.com/share/p/1E9rmAsD3E/




